კოჯრის კარი

კოჯრის კარი, კოჟრის კარი, შუა საუკუნეების თბილისის ერთ-ერთი კარიბჭე. დატანებული იყო კალის გალავნის დას. კედელში, დაახლ. იქ, სადაც ახლა კ. აფხაზის ქუჩა თავისუფლების მოედანს უერთდება. აქ იწყებოდა სოფ. კოჯრისკენ მიმავალი „კოჯრის გზა“ (აქედანვე მომდინარეობს სახელწ. „კოჯრის კარი“). მას ასევე „წავკისის კარს“, „ზემო კარს“ და „მაღლა კარსაც“ (რადგან სხვა კარიბჭეებზე მაღლა მდებარეობდა) უწოდებდნენ.

კ. კ-ს, ისე როგორც ქალაქის დანარჩენ 5 კარს, თავისი კოშკი ჰქონდა. იქ მცველთა რაზმი იდგა, რ-იც ამ კარს იცავდა. საღამოს, მწუხრის ზარების შემდეგ, კარი იკეტებოდა და გათენებამდე ქალაქში ვერავინ შედიოდა; მგზავრს მხოლოდ დღის სინათლეზე შეეძლო ქალაქში შესვლა, კ. კ. ქალაქის გალავანთან და დანარჩენ კარიბჭეებთან ერთად XIX ს. I ნახ-ში, რუსული მმართველობის დროს დაანგრიეს.

ლიტ.: თბილისის ისტორია I, თბ., 1990; კვირკველია თ., ძველთბილისური დასახლებანი, თბ., 1985.