კრატასიუკი ვიქტორ ივანეს ძე

ვ. კრატასიუკი 

კრატასიუკი ვიქტორ ივანეს ძე (30. I. 1949, ფოთი, – 18. III. 2003, იქვე). სპორტსმენი (ნიჩბოსნობა, ბაიდარა). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1971–72 – ორადგილიანი ბაიდარა) და მესამე პრიზიორი (1971 – ოთხმოსასმელიანი ბაიდარა). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1972). დაამთავრა საქართვ. სახელმწ. ფიზ. კულტურის ინ-ტი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.