კრახუნა, ქართული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია დას. საქართველოში, იმერეთში. საშ. მოსავლიანობა 8–10 ც/ჰა; მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში; ყურძნის წვენის შაქრიანობა 21–24%. შეტანილია საქართვ. სამრეწვ. ვაზის ჯიშთა სორტიმენტში. კ-გან მზადდება მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინო. ჯიშის მცირედ გავრცელების გამო მისგან სუფთა ჯიშურ ღვინოს არ ამზადებენ და სამარკო ღვინის კუპაჟში იყენებენ.
ვ. გოცირიძე