„კრებული“, ქართული ყოველთვიური ლიტერატურული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი; გამოდიოდა 1871–73 თბილისში. დაარსდა ნ. ნიკოლაძის ინიციატივით. „კ-ში“ ქვეყნდებოდა ნ. ნიკოლაძის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, გ. წერეთლის, გ. ერისთავის, რ. ერისთავის, გ. ორბელიანის, ა. ჭავჭავაძის, ნ. ბარათაშვილის, გ. ჭალადიდელის, პ. უმიკაშვილის, ა. ფურცელაძის და სხვათა ნაწარმოებები, ასევე ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ნ. გოგოლის, ნ. დობროლიუბოვის, ჯ. სვიფტის, პ. ჰაინეს, ი. გოეთეს, უ. მოლიერის, უ. შექსპირისა და სხვათა ნაწარმოებების თარგმანები. რედაქტორი – გ. წერეთელი.
ი. ლორთქიფანიძე