კრინი

კრინი, ქართული ხალხური სამუსიკო ტერმინი. აღნიშნავს ძალიან მაღალ წმინდა სასიმღერო ხმას; გალობაში – წვრილ, ზილზე უფრო მაღალ ხმას. იოანე ბატონიშვილს კ. უწვრილესი ხმის სახელად მიაჩნია. იგი თავისი ნაირსახოვანი რიტმითა და მელოდიკით მრავალხმიანი სიმღერის ფაქტურაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. კ. ფუძეა კრიმანჭულისა, რ-ის სახელწოდება კრინის დამანჭვა-დაგრეხისაგან წარმოდგება.

ლიტ.: გეგეჭკორი ვ., ხალხური სიმღერის მოამაგენი თბ., 2007; ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1990.