კრინიცკი შალვა იოსების ძე

კრინიცკი შალვა იოსების ძე (დარახველიძე შალვა მიხეილის ძე) (6. X. 1884, ქუთაისი, – 2. II. 1961, დონის როსტოვი), ქართველი პათოლოგანატომი, პათოლოგანატომიური სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი სსრკ- ში. მედ. მეცნ. დოქტორი (1917), პროფესორი (1921). 1910 დაამთავრა ოდესის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. შეისწავლა მომწამვლელი საომარი ნივთიერებებით, ასევე – პარტახტიანი ტიფით, ცოფით და სხვ. დაავადებებით გარდაცვლილთა პათოლოგანატომია. 1921–61 იყო როსტოვის სამედ. ინ-ტის პათოლ. ანატომიის კათედრის გამგე.

კ. ითვლება საბჭ. მედიცინაში კლინიკურ-ანატომიური მიმართულების დამნერგავად. იყო სსრკ პათოლოგანატომთა სამეცნ. საზ-ბის გამგეობის საპატიო წევრი.