დუდაურები, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ალევის ქედის აღმ. კალთაზე. ზ. დ. 1180 მ, დუშეთიდან 4 კმ. 19 მცხ. (2002). სოფელში გზის პირას, დამრეც ფერდობზე მდებარეობს შუა საუკ. ღვთისმშობლის ეკლესია, რ-იც ამჟამად დანგრეულია.
შემორჩენილია მხოლოდ ნატეხი ქვით ნაგები დას. და ჩრდ. კედლები. ძიბაანების უბნის თავზე, მდგარა აგრეთვე კვირაცხოვლის ეკლესია, რ-იც XX ს. 30-იან წლებში დაუნგრევიათ. დღეისათვის ამ ადგილზე ეკლესიის არსებობას მხოლოდ აქა-იქ მიმობნეული დამუშავებული შირიმის ქვები მიგვანიშნებს.
ი. წიკლაური