კრიპტომერია (Cryptomeria), მარადმწვანე წიწვოვანი მცენარის გვარი ტაქსოდიუმისებრთა ოჯახისა. შეიცავს 1 სახეობას – იაპონურ კ-ს (Cryptomeria japonica). 50 მ-მდე სიმაღლის ხეა. სამშობლოში (იაპონია, ჩინეთი) კ. მთებში წმინდა კორომებს ქმნის. დას. საქართველოში (ძირითადად აჭარაში) მას იყენებენ ქარსაფარ ზოლებად. კ-ის რბილი, მსუბუქი, ძნელად ლპობადი მერქანი ადვილი დასამუშავებელია; იყენებენ წყალქვეშა ნაგებობებში, ამზადებენ ავეჯს.
ი. მიქელაძე