კრისხევი, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ხცისის თემი), თრიალეთის ქედის ჩრდ. მთისწინეთში. ზ. დ. 760 მ, ხაშურიდან 12 კმ. 67 მცხ. (2014).
სოფლის ტერიტორიაზე დგას გვიანდ. შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია – ძელი ჭეშმარიტი.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990.