„კრიტიკა“

„კრიტიკა“, ალმანახი, საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანო. გამოდიოდა 1972-იდან თბილისში, 3 თვეში ერთხელ. მასში იბეჭდებოდა სტატიები და წერილები ლიტ-რის აქტუალურ საკითხებზე, რეცენზიები, ბიბლიოგრაფია და სხვ. „-ის“ რედაქტორები სხვადასხვა დროს იყვნენ გ. მერკვილაძე, გ. გვერდწითელი, თ. წივწივაძე, თ. დოიაშვილი, ე. ჯაველიძე, ვ. ხარჩილავა.

2005-იდან შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში განახლდა „-ის“ გამოცემა. იგი გამოდის სამეცნ. ლიტ. ჟურნალის სახით ყოველწლიურად (2015 წლის ჩათვლით გამოსულია 10 ნომერი. რედ.: მ. კვაჭანტირაძე).

-ის“ რუბრიკებია: „თვალსაზრისი“, „ვექტორები“, „კულტურა“, „ხელოვნება“, „ჟურნალისტიკა“, „ნომრის სტუმარი“, „memoria“, „essay“ და სხვ. ჟურნალში თავმოყრილია კრიტიკული ნააზრევი თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე, ტენდენციებზე, ახალ ლიტ. ფაქტებსა და მოვლენებზე.

თ. დოლიძე