კრიჭინაშვილი რევაზ იოსების ძე (16. XII. 1933, სოფ. საცხენისი, ახლანდ. გარდაბნის მუნიციპალიტეტი, – 2. X. 2003, თბილისი), ეკონომისტ-სტატისტიკოსი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1996). სპორტსმენი (სამბო). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი სტატისტიკის სპეციალობით (1956). მუშაობდა სხვადასხვა სახელმწ. სამსახურში. იყო „ცენტროსოიუზის“ ლვოვის სავაჭრო-ეკონ. ინ-ტის კვალიფიკაციის ამაღლების თბილ. ფაკ-ტის დეკანი, შემდეგ კი – მოსკ. კოოპერაციული ინ-ტის სამეცნ.-სასწ. კომპლექსის თბილ. ფილიალის დირექტორი (1986–90), საქართვ. სავაჭრო-სამრეწვ. პალატასთან არსებული თბილ. სავაჭრო-ეკონ. ინ-ტის რექტორი (1991–2003). 1968-იდან გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს თსუ-ში.
კ. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა, მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების, რ-ებიც ეძღვნება ვაჭრობის ეკონომიკის, კოოპერაციის, მარკეტინგისა და საერთაშ. ბიზნესის საკითხებს. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. ჭიდაობის აღორძინებისა და განვითარების საქმეში. ამ თემას მიუძღვნა არაერთი სტატია, წერილი თუ ბროშურა.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).
თხზ.: სამომხმარებლო კოოპერაცია, თბ., 1989; ბაზართმცოდნეობის საკითხები, თბ., 1992; კერძო სექტორის ფორმირების თავისებურებანი და ტენდენციები საქართველოს ვაჭრობაში, თბ., 1999 (თანაავტ. შ. ნადირაშვილი); ვაჭრობის ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული ნაწილი), თბ., 2003 (თანაავტ. გ. ნადირაშვილი).