კრიხულა

კრიხულა

კრიხულა, მდინარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 15,2 კმ. აუზის ფართ. 134,6 კმ2. სათავეს იღებს რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, ზ. დ. 1480 მ-ზე. ერთვის მდ. რიონს ამბროლაურთან. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში, ზაფხულ-შემოდგომაზე ახასიათებს წყალმოვარდნა. საშ. წლ. ხარჯი შესართავთან – 3 მ 3/წმ.

ი. აფხაზავა