კრუბერის უფსკრული

კრუბერის უფსკრული

კრუბერის უფსკრული, მსოფლიოს უღრმესი კარსტული სიღრუე. მდებარეობს დას. საქართველოში (აფხაზეთის არ), გაგრის მუნიციპალიტეტში, არაბიკის კირქვული მასივის ცენტრ. ნაწილის დას. განშტოების ბერჭილის ქედზე, ზ. დ. 2320 მ-ზე. გამომუშავებულია ზედაიურულ კირქვებში. ვიწრო დერეფნებისა და მომცრო დარბაზების მონაცვლეობით უფსკრული საფეხურებად ეშვება 150 მ სიღრმემდე და ვიწრო, ვერტიკალურ ნაპრალს ებჯინება.

მღვიმეს აქვს მრავალრიცხოვანი განშტოებები. „მიწისქვეშა ევერესტის“ სახელით ცნობილი უფსკრულის გამოკვლეული ჯამური სიღრმეა 2191 მ, ჯამური სიგრძე – 13232 მ. ჰაერის ტემპ-რა 60 მ სიღრმეზე 2–30ºC, ხოლო წყლისა – 1,50ºC. უფსკრულში არის რამდენიმე გამდინარე ნაკადი.

უფსკრულის ზედა ნაწილი 150 მ სიღრმემდე აღმოჩენილი და გამოკვლეულია ვახუშტის სახ. გეოგრ. ინ-ტის სპელეოსაექსპედიციო რაზმის მიერ 1960 (ხელმძღვ. ლ. მარუაშვილი). მღვიმური სისტემის კვლევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კიევისა და სამარის (ყოფ. კუიბიშევი) სპელეოექსპედიციებმა.

მღვიმეს სახელი ეწოდა კარსტის ერთ-ერთი მკვლევრის, ა. კრუბერის (რუს.) პატივსაცემად.

ლიტ.: ტატაშიძე ზ., წ ი ქ ა რ ი შ ვ ი ლ ი  კ,. ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი. თბ., 2009.

ლ. მარუაშვილი