კუბლაშვილი დავით მაქსიმეს ძე

კუბლაშვილი დავით მაქსიმეს ძე (3. III. 1860, სოფ. ქვემო კრიხი, ამბროლაურის მუნიციპ., – 10. III. 1933, სოფ. ნიკორწმინდა, ამბროლაურის მუნიციპ.), პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის წევრი. 1879 პირველი ხარისხის მოწმობით დაამთავრა ქუთაისის სას. სასწავლებელი. 1879–85 სწავლობდა თბილ. სას. სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს რევოლუციური იდეების მხარდაჭერის გამო. 1889–96 მუშაობდა ბათუმში, როტშილდების ქარხანაში, სადაც დაუმეგობრდა ე. ნინოშვილს.

1896 კ. დაბრუნდა სოფ. ნიკორწმინდაში, სადაც საკუთარი სახსრებით, იჯარით აღებულ მიწაზე ააგო სახლი და გახსნა სკოლა სოფლის ბავშვებისთვის; 1902- იდან კ-ს კერძო სკოლა გაერთიანდა სამრევლო სკოლების სისტემაში. კ. თავისსავე დაარსებულ სკოლაში რუსულ ენას ი. გოგებაშვილის სახელმძღვანელოთი ასწავლიდა. მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით 1912 აშენდა ნიკორწმინდის სკოლის შენობა, სადაც თავდაპირველად გაიხსნა ნიკორწმინდის შვიდწლიანი სკოლა (1930-მდე გამგე იყო .), 1914 -ის ინიციატივით ნიკორწმინდაში გაიხსნა დაწყებითი სასწავლებელი; 1934 ნიკორწმინდის შვიდწლიანი სკოლა საშ. სკოლად გადაკეთდა, 1940 – სკოლის შენობა გადაეცა ნიკორწმინდის საავადმყოფოს. კ. აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ პრესასთან.

ლიტ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 3, თბ., 1968.

თ. ალიბეგაშვილი