კუბლაშვილი ვაჟა ვარლამის ძე

ვ. კუბლაშვილი 

კუბლაშვილი ვაჟა ვარლამის ძე (1. I. 1930, სოფ. ღვანკითი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, – 17. VII. 2004, იქვე), საოპერო მომღერალი (ტენორი), საქართვ. სახ. არტისტი (1990), ზ. ფალიაშვილის სახ. პრემიის ლაურეატი (1995). 1958 დაამთავრა ქუთაისის მუს. სასწავლებელი (პედ. ს. კუხიანიძე), ხოლო 1966 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (პედ. დ. ბადრიძე). 1968–2004 იყო ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი. მის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: აბესალომი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ნიკო, მასხარა (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), მინდია (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“), კოტე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), ბაში-აჩუკი, ბერუჩა (ა. კერესელიძის „ბაში-აჩუკი“, „ბერუჩა“), ბერდო (რ. ლაღიძის „ლელა“), თავადი ერისთავი (დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“), ორფეოსი (ბ. კვერნაძის „მედეა“) და სხვ.

ქუთაისის ოპერის წინ გახსნილია კ-ის ვარსკვლავი (2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).