კუბლაშვილი კონსტანტინე თამაზის ძე (დ. 30. III. 1973, ქ. ტყიბული), იურისტი; იურიდ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი. 1995 დაამთავრა თსუ-ის საერთაშ. სამართლისა და საერთაშ. ურთიერთობების ფაკ-ტი. ამავე წელს გახდა ზაარლანდის უნ-ტის (გერმანია) მსმენელი, 1998–2000 იყო ჰანოვერის უნ-ტის (გერმანია) დოქტორანტი (მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი).
1995 მუშაობდა საქართვ. ცენტრ. საარჩევნო კომისიაში იურისტად. 1996–98 იყო მთ. სპეციალისტი და განყ-ბის გამგე საქართვ. პარლამენტის აპარატში, 2000- იდან – იუსტიციის საბჭოს წევრი; 2000–02 – იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე; სამინისტროს საპარლამენტო მდივანი; 2004–05 – განვითარებისა და რეფორმების ფონდის მეურვეთა საბჭოს წევრი, შემდეგ – დირექტორი; 2005–15 – საქართვ. უზენაესი სასამართლოს თავ-რე. არის ილიას სახელმწ. უნ-ტის სამართლის სკოლის პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით.
კ. არის სახელმძღვანელოებისა და სამეცნ. ნაშრომების ავტორი.
ი. უჯმაჯურიძე