კუდაროს მღვიმოვანი

კუდაროს მღვიმოვანი, კარსტულ მღვიმეთა მრავალ-სართულიანი სისტემა დას. საქართველოს კარსტული ზოლის უკიდურეს აღმ. ნაწილში – კუდაროს მასივში. მდებარეობს ჯავის მუნიციპალიტეტის ტერიტ. ორგანოს – კვაისის ტერიტორიაზე, მდ. ჯეჯორის (რიონის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. მღვიმეები გამომუშავებულია 1500– 1700 მ სიმაღლეზე ზედა იურის (ლუზიტან-ტიტონურ) ძლიერ დანაპრალებულ კირქვებში და უნიკალურია შესანიშნავად დაცული აშელ-მუსტიეს მძლავრი კულტ. ნაფენებით. კ. მ-ის კარსტული მღვიმეებიდან აღსანიშნავია მორფომეტრიული თვალსაზრისით განსხვავებული კუდაროს I, II, III, IV, V, VI მღვიმეები და მათ სამხრ.-დას-ით 0,5-1 კმ-ზე მდებარე კუდაროს შახტი. მღვიმეები მიკვლეული და შესწავლილია ვახუშტის სახ. გეოგრ. ინ-ტის სპელეოექსპედიციის მიერ.

ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.