კუდიგორა, დაბალი სერი კახეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდინარეების – დურუჯისა და ჩელთის წყალგამყოფის უკიდურესი სამხრ. დაბოლოება. სიმაღლე ზ. დ. 500-იდან 800 მ-მდე. აგებულია ზედაიურულ-ვალანჟინური არკოზული ქვიშაქვებითა და კირქვებით. შემოსილია მუხის, რცხილისა და წიფლის ტყით.
გ. დევდარიანი