კუზანაშვილი უშანგი მალხაზის ძე

კუზანაშვილი უშანგი მალხაზის ძე (დ. 9. VII. 1984, საგარეჯო), სპორტსმენი (სამბო). მსოფლიო ჩემპიონი (2007), მეორე (2011) და ორგზის მესამე (2006, 2009) პრიზიორი. ევროპის ხუთგზის ჩემპიონი (2007, 2009–12), ორგზის მეორე (2006, 2008) და მესამე (2013) პრიზიორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

ლიტ.: ბ ე რ ი შ ვ ი ლ ი  ე., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ., 2013.