კუზანოვი ივანე (ივა) იაგორის ძე

ი. კუზანოვი 

კუზანოვი ივანე (ივა) იაგორის ძე (დ. 21. IV. 1948, თბილისი), პლასტიკური ქირურგი, მედ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1988), სსრკ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1982); სამედ. ბიოლ. აკად. ნამდვილი წევრი (1994).

1972 დაამთავრა თსსი. 1974–76 იყო ქ. მოსკოვის კლინიკური და ექსპერ. ქირურგ. საკავშ. სამეცნ.- კვლ. ინ-ტის კლინიკური ორდინატორი; 1976–79 – თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის თანამშრომელი; 1979 – №7 საავადმყოფოს მიკროქირურგიის განყ-ბის გამგე, პარალელურად 1979–82 – ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ცენტრ. სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიის (ცსკლ) ექსპერ. თანამშრომელი განყ-ბის ხელმძღვანელი; 1982–83 – ამავე ინ-ტის ტოპოგრ. ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის დოცენტი; 1984–87 – ცსკლ-ის მიკროქირურგიის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1987–93 – ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ტოპოგრ. ანატ. და ოპერაციული ქირურგიის კათედრის გამგე; 1992–99 ხელმძღვანელობდა №5 კლინ. საავადმყოფოს სისხლძარღვთა და მიკროქირურგ. განყ-ბას 1994–2005 – შპს „კარაპს მედლაინის“, ხოლო 2005–07 – შპს „ჯი, აი, ენ, ენ-ის“ კლინიკას; 2007- იდან არის „ესტა კუზანოვ კლინიკის“ დამფუძნებელი და პლასტიკური ქირურგი.

კ-ს სამეცნ. შრომები ეხება პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგ. აქტ. საკითხებს. 1998-იდან არის ქირურგ. საერთაშ. კოლეჯის (ICS – International College of Surgeons) ნამდვილი წევრი, საქართვ. ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგ. საზ-ბის პრეზიდენტი (1999); 2006-იდან – პლასტიკური ქირურგიის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998).