კუკუჯანოვი ნიკოლოზ ივანეს ძე [23. III(4. IV). 1896, თბილისი, – 16. IV. 1970, იქვე], ქირურგი, მედ. მეცნ. დოქტორი (1947), პროფესორი (1946), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1968).
1924 დაამთავრა ლენინგრ. სამხედრო-სამედ. აკადემია. 1936–39 მუშაობდა იქვე პროფ. ს. ფიოდოროვისა და ვ. შევკუნენკოს ხელმძღვანელობით. 1941–42 იყო ამიერკავკ., შემდეგ კი კავკ. და ყირიმის ფრონტების მთ. ქირურგი, 1942–46 – თბილ. სამხარეო ჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი, ამიერკავკ. სამხ. ოლქის მთ. ქირურგი; 1946 – ექიმთა დახელოვნების ინ-ტის სამხედრო-საველე ქირურგიის კათედრის გამგე.
კ. იკვლევდა თირკმლის ფუნქციას, ქოლემიურ სისხლდენას, ექინოკოკურ დაავადებას, საზარდულის თიაქარს და სხვ.
მიღებული აქვს ლენინის ორდენი და სხვა სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Прямые паховые грыжи и их оперативное лечение, М., 1949. Лечение острых перитонитов пенициллином, Тб., 1952.