„კულა“

საკონსერვო ქარხანა "კულას" პროდუქცია

კულა (შპს გორის საკონსერვო ქარხანა „კულა“), ხილისა და ბოსტნეულის კონსერვების წარმოების ერთ-ერთი ლიდერი კომპანია საქართველოში. დაარსდა 2009 ბავშვთა კვების საკონსერვო ქ-ნა „კულას“ სახელწოდებით გორის საკონსერვო ქ-ნის ბაზაზე (იხ. „გორკონი“). ქ-ნა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. კომპანია თავდაპირველად უშვებდა 2 ბრენდს – ხილისა და ბოსტნეულის სუფთა წვენებს ბრენდ „Kula“-ს სახელით და საბავშვო ნატურალურ წვენებს „Kula baby“- ის სახელწოდებით. 2010-იდან კომპანიამ დაიწყო მურაბების, ჯემების, კომპოტების, ტყემლების, საწებლების, მარინადების, ტომატ-პასტის, ცივი სადილებისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების წარმოება. 2017-იდან უშვებს ხორცის კონსერვებს და ხილის წვენებს შაქრის დანამატების გარეშე. ამჟამად საწარმო 250-ზე მეტი დასახელების მაღალი გემური თვისებებისა და ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ხილისა და ბოსტნეულის, ხორცისა და თევზის კონსერვებს უშვებს. ხილი და ბოსტნეული, რ-საც კომპანია იყენებს წარმოებაში, მოყვანილია საქართველოში. პროდუქცია გამოდის მინის ბოთლებითა (0,200; 0,330; 0,5; 1) და ქილებით (0,75,–0,5,1 ), აგრეთვე მუყაოს შეფუთვით და თუნუქის ქილებით. მისი რეალიზაცია ხდება კომპანიის საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით საქართვ. ყველა რეგიონში. „- გახსნილი აქვს საფირმო მაღაზიები თბილისსა და სხვა ქალაქებში. პროდუქცია გადის ექსპორტზეც მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში. დანერგილი აქვს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის საერთაშ. სისტემა ISO 22000:2005. „.“ მონაწილეობს მრავალ კონკურსსა და საერთაშ. გამოფენაში, მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და სერტიფიკატი; გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო ქართ. წვენი „Golden brand“-ის დაჯილდოებაზე (თბილისი, 2020). კომპანია ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას. იგი არაერთი ღონისძიების სპონსორია.

ლ. აბრამიშვილი