კულექსი (Culex), კოღოების გვარი Culicidae-თა ოჯახისა. გვარში 400-ზე მეტი სახეობაა. სისხლისმწოვი მწერებია. ზოგი მათგანი დაავადების (ფილარიოზი, იაპონური ენცეფალიტი, ენცეფალომიელიტი და სხვ.) გადამტანია. ყველაზე მეტად გავრცელებულია ფრინველის სისხლმწოვი C. pipiens. ადამიანს თავს ესხმის უმთავრესად სამხრეთში. უფრო ხშირად გვხვდება დასახლებულ პუნქტებში, შედის სახლებშიც. კვერცხებს დებს არხებში, კასრებში, ორმოებში. ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე თაობას იძლევა. იზამთრებს სარდაფებში. კ-ის გვარში შედის ფრინველთა სისხლის პლაზმოდიუმის გადამტანი სახეობებიც.