კუმისის ბრძოლა 1487, გაიმართა იაყუბ-ყაენის მიერ ხალილ-ბეგის მეთაურობით გამოგზავნილ თურქმანთა ლაშქარსა და ქართლელებს შორის. მტერი თბილისს მოადგა, მაგრამ ვერ აიღო. ბარათაშვილებმა ჭანდართან მდგომი თურქმანები დაამარცხეს. ამის გამგონე თბილისს შემომდგარი თურქმანები უკან გაბრუნდნენ, მაგრამ კუმისის ბოლოს ქართლელებმა გზა მოუჭრეს და მტერი სასტიკად დაამარცხეს (იხ. იაყუბ-ყაენის ლაშქრობანი საქართველოში).
წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი , აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.