კუნჭულია თამაზ ვასილის ძე

თ. კუნჭულია

კუნჭულია თამაზ ვასილის ძე (1. VII. 1935, სოფ. ლესა, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 30.VI.2021, თბილისი), აგროეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1997), საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი (2013, წ.-კორ. 2003). დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი (1959). მუშაობდა სოფლის მეურნეობის ეკონ. და ორგანიზაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (შემდგომში – აგრ. ეკონ. ინ-ტი) განყ-ბის გამგედ (1969–77), პარტიულ-სამეურნეო ორგანოებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე (1977–90). საქართვ. სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილედ (1994–96), სააქციო საზ-ბა „ქართული ჩაის“ გენ. დირექტორად (1996–98), საქართვ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონ. დეპარტამენტის უფროსად (1998–2005). 2007-იდან იყო საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2012-იდან – საქართვ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი. 2005–10 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას.

კ. სამეცნ. ნაშრომების ავტორია. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია დარგობრივი ეკონ. (მეაბრეშუმეობა, მეფუტკრეობა, მეფრინველეობა) და აგრ. პოლიტიკის თანამედროვე პრობლემები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).

თხზ.: მექანიზებული სამუშაოების ნორმირების პრინციპები, თბ., 1969; უნგრეთის სახალხო რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარების გამოცდილება, თბ., 1981 (თანაავტ.); საქართველოს სოფლის მეურნეობის საბაზრო ეკონომიკაზე გადაყვანის პრობლემები, თბ., 1997.