კუპატაძე ელვერ სერგოს ძე (3. I. 1949, სოფ. ქვედა საზანო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 12. I. 2012, თბილისი), ისტორიკოსი, ისტ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1997), დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1972). 1974–2006 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტში. 1977- იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში (1993–96), იყო თავდაცვის ეროვნ. აკად. ისტ. კათედრის გამგე (2000–02), საზ.- ჰუმანიტარული კათედრის გამგის მოადგილე (2002–05), გენ. შტაბის სამხ.-საინჟ. აკად. (2004–05) და თავდაცვის ეროვნ. აკად. (2008– 12) პროფესორი.
კ. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. იყო საქართვ. ომის, შრომისა და სამხ. ძალების ვეტერანთა საერთაშ. ცენტრ. კავშირის გამგეობის თავ-რე (2005–12), დსთ-ის ქვეყნების ვეტერანთა საკორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (2006–09).
კ. ავტორია სამეცნ. ნაშრომების, მ. შ. 15 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოსი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).
თხზ.: ევაკუირებული სამრეწველო საწარმოებისა და მოსახლეობის მიღება და განლაგება საქართველოში 1941– 1945 წლებში, თბ., 1978; საბჭოთა კავშირის ხალხთა საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიიდან, თბ., 1982; გენერალი ჩანჩიბაძე, თბ., 1984; 242-ე სამთო მსროლელი დივიზიის საბრძოლო გზა დიდ სამამულო ომში, თბ., 1990; ვლადიმერ ნანეიშვილი, თბ., 1999; ქართული დივიზიების მონაწილეობა კავკასიისათვის ბრძოლაში, თბ., 2003; ქართული ეროვნული საჯარისო შენაერთების ისტორია 1921–1956 წლებში, თბ., 2011.