კუპრაძის გამოსხივების პრინციპი, პირობები, რომლებიც უზრუნველყოფს დრეკადი სტაციონარული რხევის სასაზღვრო ამოცანათა ამონახსნების ერთადერთობას უსასრულო გარე არისათვის. პირველად, ფიზ. მოსაზრებებზე დაყრდნობით, გამოსხივების პირობები ჰელმჰოლცის განტოლებისათვის ჩამოაყალიბა ა. ზომერფელდმა (1868–1956, გერმ.). თუ განტოლებისათვის დასმული გარე სასაზღვრო ამოცანის ამონახსნი აკმაყოფილებს ზომერფელდის გამოსხივების პირობებს, მაშინ ის ერთადერთია; ასევე, თუ დრეკადი სტაციონარული რხევის რომელიმე გარე სასაზღვრო ამოცანის ამონახსნი აკმაყოფილებს კუპრაძის მიერ ჩამოყალიბებულ გამოსხივების პირობებს, მაშინ ისიც ერთადერთია.
ლიტ.: Купрадзе В. Д., Граничные задачи теории колебаний и интегральные уровнения, М., 1950; მისივე, О принципе излучения Зоммерфельда, Доклады академии наук СССР, 1984, №2; მისივე, Трехмерные задачи математической теории упругости и термоупругости, 2 изд., М., 1976. (თანაავტ.).
თ. გეგელია