კუპრაძის მატრიცა

კუპრაძის მატრიცა, 3-განზომილებიანი დრეკადი გარემოს მდგომარეობის აღწერის მათემატიკური მეთოდი. კ. მ. ჩაიწერება 3×3 მატრიცის სახით, რ-ის ყოველი სტრიქონი და სვეტი არის ფუნდამენტური ამონახსნი 3-განზომილებიანი დრეკადობის თეორიის ჩარჩოებში ჩაწერილი დრეკადი გარემოს რხევების განტოლებათა სისტემისთვის სივრცის ყველა წერტილში, გარდა კოორდინატთა სათავისა (იხ. აგრეთვე სტ. კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები). შემოღებულია და ცხადი სახით აგებულია 1967 ვ. კუპრაძის და მისი თანამშრომლების (გ. ბაშალეიშვილი, თ. ბურჭულაძე, თ. გეგელია) შრომებში, სადაც ასევე შესწავლილია კ. მ-ის ძირითადი თვისებები, 3-განზომილებიანი დრეკადობისა და თერმოდრეკადობის თეორიების სხვადასხვა ამოცანაში მისი გამოყენების პირობები და შესაძლებლობა. ასეთ (სინგულარულ) ამონახსნებს ვ. კუპრაძე სისტემატურად იყენებდა სასაზღვრო ამოცანების თეორიაში, დამყარებული დრეკადი და ელექტრომაგნიტური რხევების აღსაწერად.

ლიტ.: Купрадзе В. Д., О приближенном решении задач математической физики, „Успехи математических наук“, 1967,m. 22, N 2. Купрадзе В. Д., Гегелия Т. Г., Башалейшвили М . О., Бурчуладзе Т. В., Трехмерные задачи математической теории упругости и термоупругости, М., 1976.

თ. გეგელია