კუპრეიშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე (დ. 14. I. 1954, ბათუმი), გენერალ-მაიორი (2000), საქართვ. სახელმწ. უშიშროების სამსახურის საპატიო თანამშრომელი (1996). დაამთავრა სპი-ის საინჟინრო ფაკ-ტი (1977), სახელმწ. უშიშროების უმაღლესი სასწავლებელი (მინსკი, 1981–82). 1971–78 იყო ქუთაისის მცირე გაბარიტების სატრანსპორტო ქ-ნის ინჟინერ-კონსტრუქტორი, 1978–81 – საქართვ. კვების მრეწველობის კვლევითი ინ-ტის თანამშრომელი. 1982–86 მუშაობდა ვოლგოგრადის ოლქის სახელმწ. უშიშროების კომიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1986– 2004 – აჭარის არ სახელმწ. უშიშროების კომიტეტში. 1994–2004 იყო აჭარის არ-ის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
ლ. დოლიძე