კუპრეიშვილი გიორგი თეიმურაზის ძე

გ. თ. კუპრეიშვილი  

კუპრეიშვილი გიორგი თეიმურაზის ძე (9. X. 1906, სოფ. კოტიანეთი, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი, – 17. IX. 1981, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1969). II მსოფლიო ომის მონაწილე. 1927 ჩააბარა თსუ-ში; 1929 უნ-ტის აგრონ. ფაკ-ტის ბაზაზე დაარსდა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი, რ-იც 1931 დაამთავრა. იმავე წელს, პარალელურად, სწავლების კურსი დაასრულა თბილ. საკავშ. სუბტროპ. ინ-ტში. 1932– 33 . მუშაობდა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში (შეთავსებით – ამიერკავკ. უმაღლ. პარტ. სკოლის ლექტორად). 1933–37 ზუგდიდისა და გალის რ-ნებში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. 1937–39 იყო ჩაისა და სუბტროპ. კულტურების ინ-ტის სოხუმის ფილიალის დირექტორი, 1939–41 – სას.-სამ. ინ-ტის გამომცემლობის გამგე. 1946–81 მუშაობდა სას.-სამ. ინ-ტის ეკონომიკის კათედრაზე;

კ. იყო აგრ.-ეკონ. პრობლემების მკვლევარი და ეწეოდა სამეცნ.- პედ. მოღვაწეობას. არის სამეცნ. ნაშრომების, მ. შ. 3 სახელმძღვანელოს ავტორი.

მიღებული აქვს სახელმწ. და საბრძოლო ჯილდოები.

თხზ.: სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებანი სოფლად, თბ., 1950; საბჭოთა მეურნეობის როლი სოფლის მეურნეობის აღმავლობაში, თბ., 1959.