დუკა

დუკა (Dukas) (დაახლ. 1400–1470), ბიზანტიელი ისტორიკოსი.

მისი თხზულება „ისტორია" მოიცავს პერიოდს ქვეყნის დასაბამიდან 1462-მდე. მასში დაცულია მნიშვნელოვანი ცნობები XIV–XV სს. საქართველოს შესახებ: თურქმანების და შემდეგ თურქ-ოსმალთა შემოსევები, ურთიერთობა უზუნჰასანთან, მისი შეჭრა დას. საქართველოში.

თხზ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 8, თბ., 1970.

ნ. ლომოური