კურდღელაიძე დიმიტრი ფიდოს ძე

კურდღელაიძე დიმიტრი ფიდოს ძე (დ. 16. X. 1927, სოფ. შენაქო, ახმეტის მუნიციპალიტეტი), ფიზიკოს-თეორეტიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1979). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი (1949). 1950–54 და 1961–74 მუშაობდა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტში, 1954–61 – სსრკ მეცნ. აკადემიის ენერგეტიკის ინ-ტში (ЭНИН), 1975–92 იყო თსსი-ის (1992-იდან თსსუ) სამედ. ფიზ. და ბიოფიზიკის კათედრის გამგე, 1992–2004 – ამავე კათედრის პროფესორი, 2004-იდან – სტუ-ის ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი. კ. არის სამეცნ. შრომების, მ. შ. 11 მონოგრაფიის ავტორი. მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა გრავიტაციის თეორია, კოსმოლოგია, ელემენტარული ნაწილაკების თეორია, კლასიკური და კვანტური ველების თეორია, არაასოცირებადი ველის თეორია; დ. ივანენკოსთან ერთად ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა კვარკული ვარსკვლავების არსებობის შესახებ და იწინასწარმეტყველა კვარკების დეკონფაინმენტის შესაძლებლობა.

კ. წლების განმავლობაში ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. სტუდენტებისთვის გამოსცა სახელმძღვანელო სამედ. ბიოფიზიკაში (1997).

თხზ.: სიცოცხლე ფიზიკის თვალსაზრისით და სიცოცხლის ადგილი სამყაროში, თბ., 2001; К нелинейной теории поля, Доклады АН, СССР, 1953; т. 88, №245, (თანაავტ. Д. Иваненко, С. Ларин); Космология и элементарные частицы, ЖЭТФ, 1964; Гипотеза кварковых звезд, „Астрофизика“, 1965, т. 1, №479 (თანაავტ. Д. Иваненко); СР-нарушение в неассоциативной теории поля, Известия. Вузов, Физика, 1990, N 10 (თანაავტ. Г. Бегелаури); Введение в неассоциативную классическую теорию поля, m. 1-3, Тб., 2004-16.