კურდღელაშვილი მამუკა დავითის ძე (დ. 22. IX. 1971, საგარეჯო). სპორტსმენი, დაამთავრა თბილ. ფიზკულტურის ინ-ტი და შსს-ს აკადემია. მოჭიდავე (სამბო). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1997, 1999) და სამგზის მეორე პრიზიორი (1994, 1996, 2001); ევროპის ჩემპიონი (1997); ორგზის მეორე (1994, 2004) და მესამე პრიზიორი (1999); მსოფლიო თასის მფლობელი (1999); მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1991). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.