კურდღლის ბალახი (Anthyllis), მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა, ბალახები, ბუჩქბალახები, იშვიათად – ბუჩქები. აერთიანებს 50-მდე სახეობას, რ-ებიც უმეტესად გავრცელებულია სამხრ. ევროპაში, ჩრდ. აფრიკასა და დას. აზიაში.
საქართველოში იზრდება 3 სახეობა. მათგან ერთი (A. polyphylla) გვხვდება მხოლოდ აფხაზეთის მდელოებსა და ბუჩქნარებში მთის შუა სარტყლამდე, დანარჩენი ორი (A. vatiegata და A. lachnophora) მთელ საქართველოშია გავრცელებული სუბალპ. და ალპ. მდელოებსა და ჩამონაზვავებზე, აგრეთვე მთის შუა და ზედა სარტყელში. კ. ბ-ის ყველა სახეობა კარგი საკვებია. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაღალმთის საძოვრებისა და სათიბებისათვის. მრავალი მათგანი შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს.