კურზუ, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მარტვილის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: კ., გოდოგანი, დობერაზენი, დღვანა, საბერულავო, სანაჭყებიო). მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდ. ოჩხომურის ზემოთში. ზ. დ. 360 მ, მარტვილიდან 30 კმ. 582 მცხ. (2014).
1932 სოფელთან იპოვეს ძვ. წ. VIII–VII სს. განძი, რ-ის შემადგენლობაში იყო სპილენძის ზოდი, რკინის ცული, ბრინჯაოს სამაჯურის ნატეხი, რგოლი, ჭურჭლის ნატეხები, სპირალური ხვია, ამობურცული სახეებით შემკული ბრტყელფირფიტიანი ნივთი და უმბონი. განეკუთვნება კოლხურ კულტურას. დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმში.