კურტანაძეულის წმინდა მარინეს ეკლესია

კურტანაძეულის წმინდა მარინეს ეკლესია.
XII–XIII სს.

კურტანაძეულის წმინდა მარინეს ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, კომპლექსი. მდებარეობს ახმეტის მუნიციპ-ის სოფ. ხევისჭალის ჩრდ.-დას-ით 2.5 კმ-ზე. კომპლექსში შედის XII–XIII სს. წმ. მარინეს ეკლესია, გვიანდ. შუა საუკუნეების კოშკი და გალავანი. ეკლესია დ არბაზულია, ნაგებია კ არგად გათლილი შირიმის კვადრებით; შესასვლელი დას-იდან და ჩრდ-იდან აქვს. აღმ-ით ეკლესიის შიგა სივრცე დასრულებულია პილასტრებით გამოყოფილი არაწესიერი ნახევარწრის ფორმის აფსიდით. დარბაზის გრძივი კედლების შუაში თითო ვიწრო პილასტრია, რ-ებსაც ეყრდნობა კამარის ორსაფეხურიანი საბჯენი თაღი. აღმ. ფასადზე ჯვარ-სარკმლის კომპოზიციაა განთავსებული. ჯვრის ქვედა მკლავის გვერდით (სამხრ-ით) ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: „წ(მიდა)ო მ(ა)რ(ი)ნე, მ(ე)ოხ ეყ(ა)ვ კ(ა)ხ(ე)თსა.“ დას. ფასადი თითქმის პირველადი სახითაა მოღწეული. სამხრ. და ჩრდ. ფასადების შუა ნაწილში ლილვებით მოჩარჩოებული თითო თაღოვანი სარკმელია. ეკლესიის შირიმის ლავგარდნის პროფილს შეადგენს თარო, გეომ. ორნამენტით შემკული წრეთარგი და ლილვი. 1990 ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნ.–სარესტავრაციო საწარმოო გაერთიანებამ (პროექტის ავტორი – არქიტ. დ. ჭიკაიძე). მცენარეულობისგან გაიწმინდა და გამაგრდა ეკლესიისა და კოშკის კედლები, გალავანი. აღდგა ეკლესიის საპირე წყობის ჩამოშლილი ნაწილები და ლ ავგარდანი, მოპირკეთდა სარკმლები და ჩრდ. შესასვლელი. ეკლესია გ ადაიხურა კრამიტით. 2006 წ. 7 ნოემბერს მიენიჭა ეროვნ. მნიშვნე-ლობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008.