კურცხანა

კურცხანა, მდინარე ადიგენის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე. სიგრძე 16 კმ, აუზის ფართ. 72,3 კმ2. სათავეს იღებს ზ. დ. 2175 მ-ზე და ერთვის მდ. ოცხეს მარჯვ. მხრიდან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარსა და ზაფხულში, წყალმოვარდნა – შემოდგომაზე. საშ. წლ. ხარჯი შესართავთან 0,88 მ 3/წმ.

ი. აფხაზავა