კუტაისოვი ალექსანდრე ივანეს ძე

კუტაისოვი ალექსანდრე ივანეს ძე [30. VIII (10. IX). 1784, სანქტ-პეტერბურგი, – 26. VIII (7. IX), 1812, სოფ. ბოროდინოს ახლოს, მოჟაისკის მახლობლად], რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1806), გრაფი (წარმოშობით ქართველი, გვარად კიკიანი). 1803- იდან მსახურობდა არტილერიაში. 1810–11 ვენასა და პარიზში სწავლობდა აღმ. ენებს, მათემატიკასა და სამხ. საქმეს. დაწერა ინსტრუქცია „ზოგადი წესები არტილერიისათვის საველე ბრძოლის დროს“. 1812 პირველი არმიის არტილ. უფროსი. გმირულად დაიღუპა ბოროდინოს ბრძოლის დროს.

დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებითა და ოქროს ხმლით.

ლ. დოლიძე