კუტაისოვი პავლე იპოლიტეს ძე (24. XII.1837, სანქტ-პეტერბურგი, – 1912, იქვე), იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალი (1912), სახელმწიფო მოღვაწე. გრაფი (წარმოშობით ქართველი, გვარად კიკიანი). ყირიმის ომის (1853–56) მონაწილე, ქუთაისის გენ.-გუბერნატორი. გენ. შტაბის კანცელარიის უფროსი (1865-იდან), სამხ. ატაშე ლონდონში (1871–82), ვარშავის ჟანდარმერიის ოკრუგის უფროსი (1882–84), გენ-ლეიტენანტი 1888-იდან. ირკუტსკის გენ.-გუბერნატორი. სახელმწ. საბჭოს წევრი (1907–12).
ლ. დოლიძე