კუტუბიძე რამაზ ავთანდილის ძე (31. X. 1941, თბილისი, – 28. I. 2021, იქვე), ბავშვთა ქირურგი, მედ. მეცნ. დოქტორი (1983), პროფესორი (1984).
1965 დაამთავრა თსსი. იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო ჩოხატაურის ამბულატორიაში ქირურგად; 1969-იდან – თბილ. I საავადმყოფოში; 1970-იდან იყო თსსუ-ის ბავშვთა ქირურგ. კათედრის თანამშრომელი; 1984–94 – კათედრის პროფესორი; 1994–2017 – კათედრის გამგე; 2017 მიენიჭა ემერიტუსის წოდება. 1994-იდან ხელმძღვანელობდა თბილ. სამედ. აკად. ბავშვთა ქირურგ. კურსს, 1996-იდან იყო საქართვ. ბავშვთა ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი.
კ. არის ავტორი სამეცნ. ნაშრომების, მ. შ. 1 მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოს, რ-ებიც ეხება ბავშვთა ქირურგიის აქტუალურ პრობლემებს.
კ-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2017);
თხზ.: ქირურგიული ჩირქოვანი ინფექციები სხვადასხვა ასაკის ბავშვებში, თბ., 2000; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განვითარების მანკები, თბ., 2002; ბავშვთა ქირურგია, თბ., 2003; ბავშვთა აბდომინალური ქირურგია, თბ., 2017.