„კუჩხი ბედინერი“ (ფეხი ბედნიერი), ქართული (მეგრული) სასიმღერო ფოლკლორის ერთ-ერთი პოპულარული ნიმუში. ამ საწესო სიმღერას ნეფის ოჯახში მაყრიონის შესვლისას მამაკაცები ასრულებდნენ. ქორწილის გარდა, მას სხვადასხვა დღესასწაულზეც მღეროდნენ, მაგ., ახალ წელს, სუფრასთან და სხვ. „კ. ბ-ის“ ვ არიანტია „კუნტა ბედინერი“ (მოკლე ბედინერა) და „ძველი ბედინერი“.
ლიტ.: აბაკელია ნ., სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში, თბ., 1997; გაბისონია თ., მესხი თ., ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება, თბ., 2005; ჩიჯავაძე თ. (შემდგ.), ქართული ხალხური სიმღერები, მეგრული სანოტო კრებული, თბ., 1974.