კუწახტა, სოფელი კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტში (საკობიანოს თემი), პანკისის ხეობაში, მდ. ალაზნის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 590 მ, ახმეტიდან 13 კმ. 81 მცხ. (2014).
სოფლის ჩრდ-ით, ტყიან ბორცვზე მდებარეობს შუა საუკუნეების ამაღლების ეკლესია (შემორჩენილია აფსიდის მცირე ნაწილი), ჩრდ.-დას-ით კი – ამავე პერიოდის მეორე დარბაზული ეკლესია. სოფლის შუაში გვიანდელი შუა საუკუნეების ლომისის სალოცავი დგას. ეკლესია უაფსიდოა, ნაგებია რიყის ქვით.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2014.