კუჭავა ვლადიმერ ოთარის ძე (დ. 12. IX. 1958, თბილისი), ონკო-ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1995), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2011). 1981 დაამთავრა თსსი; 1981–83 იყო ქ. ლენინგრადის ონკოლოგიის სამეცნ.- კვლ. ინ-ტის კლინ. ორდინატორი; 1983–85 – ქ. სოხუმის ონკოდისპანსერის ექიმი; 1985–2013 – ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ექიმი, უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, დირექტორი (სამედიცინო და ს ამეცნიერო ხაზით); 2013–14 ხელმძღვანელობდა სს უნივერსალურ სამედ. ცენტრს; 2014-იდან კი ხელმძღვანელობს კლინიკური ონკოლოგიის ინ-ტს.
კ. არის სამეცნ. შრომების ავტორი (მ. შ. 2 მონოგრაფია), რ-ებიც ეხება ფილტვის, შუასაყრის სიმსივნეების აქტუალურ საკითხებს.
თხზ.: ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები ფილტვის ადგილობრივად გავრცელებული კიბოს დროს, თბ., 2009; ტრაქეისა და ბრონქების რეზექცია გულმკერდშიდა სასუნთქი გზების სიმსივნეების დროს, თბ., 2009.