კუჭაიძე გრიგოლ ლეონტის ძე (3. IV. 1886, ქუთაისი, – 1943, მოსკოვი), ექიმი. ჯანდაცვის პირველი სახალხო კომისარი (მინისტრი) საქართველოში. (1934) 1916 დაამთავრა მოსკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართვ. ჯანმრთელობის დაცვის კომისრად (1921–34); მოსკოვის ვაქცინების და შრატების ინ-ტის, კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორად; ექსპერიმენტული მედიცინის საკავშ. ინ-ტის დირექტორის მოადგილედ.
კ-ის თაოსნობით მრავალი სამკურნალო დაწესებულება გაიხსნა საქართველოში.