კუხალაშვილი ინდიკო ამბროსის ძე (1909, სოფ. ახუთი, ახლანდ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, – 1990, იქვე), ინჟინერი ქაღალდის მრეწველობის დარგში. საქართვ. დამს. ინჟინერი. 1930 დაამთავრა ამიერკავკასიის სატყეო ტექ. ინ-ტი, 1937 – ლენინგრადის კიროვის სახ. სატყეო-ტექ. აკადემია. 1937– 41 მუშაობდა კარელიაში კონდოპოტის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატში. 1950–77 იყო „ენგურ-ქაღალდკომბინატის“ მთ. ინჟინერი, შემდეგ – ინჟინერ-კონსულტანტი. სულფიტ- ცელულოზას წარმოების ინტენსიფიკაციის მეთოდის შემუშავებისა და დანერგვისათვის (სხვა სპეციალისტებთან ერთად) 1949 მიენიჭა სტალინური პრემია.