კუხაშვილი მალხაზ ილიას ძე (დ. 12. X. 1942, თბილისი), მხატვარი. საქართვ. დამს. მხატვარი (1986). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკად. გრაფიკის განყ-ბა (1968), იქვე მუშაობდა პედაგოგად, 1968–2000 – საქართვ. ტელევიზიის და რადიოს კომიტეტში მხატვრად (1982–93 – მთ. მხატვარი). 1968-იდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში. ნამუშევრები: დაზგური გრაფიკა – ოფორტების სერია „ნეპალის მოტივები“ (1973), „ფიროსმანი“ (1979), „სიტუაცია“ (1984), სერია „ნიუ“ (1995–96) და სხვ.; წიგნის გრაფიკა – გ. მარკესი „მარტოობის ასი წელი“ (1980), ს. მოემი „მოთხრობები“ (1981), პ. ლუისი „ბილიტისის სიმღერები“ (1996) და სხვ. ფერწერა – „მანანას პორტრეტი“ (1992), „სიზმარი“ (1995), „აბესალომ და ეთერი“ (1997) და სხვ. გაფორმებული აქვს ტელე და კინოფილმები: „შნო“ (1978), „გზა“ (1982, 1–5 სერია), „ლეონარდო“ (1991). გამოფენები: საქართვ. ტელევიზიისა და კინოს მხატვართა (1988, სეგ), ქართული შრიფტი (1998, სეგ); პერსონალური – მხატვრის სახლი (1983); შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი (2015) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეაში, ქ. კატმანდუს მუზეუმში (ნეპალი), აშშ-ის, გერმანიის, კანადის კერძო კოლექციებში.