კუხი

კუხი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი კუხისა და პატარა კუხის გავრცელებული სახელწოდება.

კ. წერილობით წყაროებში XV ს-იდანაა დამოწმებული. სოფელში აღმოჩენილია კოლხური მონეტების განძი, რ-იც ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. XIX ს. 20-იან წლებში კ-ში იდგა ქვისა (1720) და ხის (1734) ეკლესიები. დღეისათვის შემორჩენილია ქვის ეკლესიის ნანგრევები.

თ. ბერაძე