კუხიანიძე ვახტანგ მელიტონის ძე (1. V. 1914, თბილისი, – 21. III. 1985, იქვე), სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1951), სსრკ დამს. მწვრთნელი (1957), საქართვ. კულტურის დამს. მოღვაწე (1957), სსრკ ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1949–54). XV ოლიმპიურ თამაშებზე (1952, ჰელსინკი) ხელმძღვანელობდა სსრკ ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებ გუნდებს. სსრკ (1947) და საერთაშ. (1950) კატეგორიის მსაჯი. მისი აღზრდილები არიან: ს. გაბარაევი, შ. დაუშვილი, ო. კანდელაკი, ვ. მაჩკალიანი, ა. მეკოკიშვილი, ნ. მუზაშვილი, შ. ჩიხლაძე.