კუხიანიძე ზურაბ ბესარიონის ძე

კუხიანიძე ზურაბ ბესარიონის ძე (30. IX. 1930, ქუთაისი, – 28. VII. 2003, იქვე), პოეტი. დაამთავრა ქუთაისის პედ. ინ-ტის ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1954). 1977-იდან იყო გამომც. „საბჭოთა საქართველოს“ ქუთ. ფილიალის – „უქიმერიონის“ დირექტორი. პირველი ლექსები 1952 გამოაქვეყნა, ლექსების პირველი წიგნი „გაფრენილი წეროები“ – 1958. ავტორია ლირიკული ლექსების კრებულებისა: „ბროწეულის ცეცხლი“ (1963), „გულისცემა“ (1970), „ათინათი“ (1972), „როგორც ცერზე მიმინო“ (1975), „როცა სისხლი ლაპარაკობს“ (1977), „ეს ოთხი წელი“ (1980); საბავშვო ლექსებისა („კალიების კარნავალი“, 1975); მოთხრობების („წყალწითელა“, 1971; „შატილელი შავლეგო“, 1977) და სხვ.

თხზ.: ვარსკვლავებზე მონადირენი, ქუთ., 1980; ასი ლექსი, თბ., 2013.