გერგეტი

გერგეტი, ორწვერი, მყინვარი მყინვარწვერის სამხრ.-აღმ. კალთაზე, მდ. ჩხერის (თერგის მარცხ. შენაკადი) სათავეში. სიგრძე 7,8 კმ, ფართ. 6,9 კმ². მყინვარის ენა ეშვება 2930 მ სიმაღლემდე. მისი უმეტესი ნაწილი მოქცეულია ძვ. დანგრეულ ვულკ. კალდერაში, რ-ის ჩრდ. კიდეზე აღმართულია მყინვარწვერის კონუსი, სამხრ. კიდეზე – მწვ. ორწვერი. გ. მასობრივი ტურიზმის ობიექტია, მასზე გადის მყინვარწვერზე ასასვლელი სამი მარშრუტი. მყინვარის მარცხ. მხარეს, 3650 მ სიმაღლეზე მდებარეობს, ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოროლ. სადგური.

ლ. მარუაშვილი